aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში შშმ პირებისთვის ადაპტირებული საზოგადოებრივი საპირფარეშოები განთავსდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

კომპანია „სითი ბოქსმა“ თბილისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული რეტერატები განათავსა. 

კომპანიამ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა. საზოგადოებრივი საპირფარეშოები დედაქალაქში 30 ადგილას განთავსდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

რეტერატების მონტაჟის პროცესს ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე გაეცნო.

„სააგენტოს მიერ გამოცხადებული პირველი აუქციონის საფუძველზე, გამარჯვებული კომპანია „სითი ბოქსი“ შეირჩა, რომელიც 30 ლოკაციაზე საზოგადოებრივ ტუალეტებს განათავსებს. შემდგომში, საჭიროებიდან გამომდინარე, აუქციონის გამოცხადება უკვე ახალ ლოკაციებზე გვაქვს დაგეგმილი. დღეს ვნახეთ მაღალი სტანდარტების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული საპირფარეშოები. აღნიშნული ღონისძიება ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს და ქალაქის მასშტაბით, ძალიან დიდ პრობლემას გადაჭრის“, – განაცხადა ირაკლი თავართქილაძემ.

აუქციონის პირობების თანახმად, საზოგადოებრივი საპირფარეშო ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, საინფორმაციო წარწერებზე გათვალისწინებულია ბრაილის შრიფტი და ამასთან, აღჭურვილია ბავშვის გამოსაცვლელი მაგიდით.

თანამედროვე, ავტომატიზირებული და ანტივანდალური მასალებით მოპირკეთებული საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოვლა-პატრონობასა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე პასუხისმგებელი მოიჯარე იქნება, რომელიც ასევე, ვალდებულია, კვირაში შვიდი დღის განმავლობაში, 24-საათიანი სამუშაო რეჟიმით, ცხელი ხაზის მუშაობა უზრუნველყოს. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, ადგილზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე,

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელი იციკ მოშე და ტენდერში გამარჯვებული ისრაელური კომპანიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

იტვირთბა....