aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

თბილისში, ტატიშვილის ქუჩაზე ოთხი ახალგაზრდა დაჭრეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისში, ვერაზე ოთხი ახალგაზრდა დაჭრეს.

“პირველი არხის” ინფორმაციით, შემთხვევა ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ ღამის კლუბთან მოხდა. დაპირისპირება სავარაუდოდ ღამის კლუბის სტუმრებს შორის დაიწყო და გარეთ გაგრძელდა.

ოთხივე ახალგაზრდა საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მათივე ცნობით, დაკავებულია სავარაუდო დამნაშავე.

იტვირთბა....