aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღევანდელი დენის გრაფიკი: თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდებათ ელექტროენერგიის მიწოდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება, – ამის შესახებ კომპანია „თელასში“ აცხადებენ.

მათი ინფორმაციით, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მუხიანის IVბ მიკრორაიონის, სოფელ გლდანის და ავშნის ქუჩის მცხოვრებლებს; 14-დან 16:00 საათამდე კი – სოფელი თელეთს ნაწილობრივ; 10:00-დან 18:00 საათამდე – აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), რომის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს; 10:00-დან 15:00 საათამდე – ჩუბინაშვილის ქუჩას, 12:00-დან 14:00 საათამდე – დიდი დიღმის III მიკრორაიონის 27-ე კორპუსის მცხოვრებლებს.

დაზიანებული აღრიცხვის კვანძის აღდგენის მიზნით, 15:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კრწანისისა და გორგასლის ქუჩების მცხოვრებლებს, 14:00-დან 15:00 საათამდე კი – ქუთათელაძის, თაბუკაშვილის და ბროსეს ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.

იტვირთბა....