aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

თბილისის მერია: დიღმის ტყე-პარკში საღი ხეების მოჭრა არ მიმდინარეობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მერია “ნაციონალური მოძრაობის” დიდუბის მაჟორიტარი კანდიდატის გივი კუბლაშვილის განცხადებას ეხმაურება და დიღმის ტყე-პარკში ხეების მოჭრასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.

მერიაში ამბობენ, რომ ეს “ნაციონალური მოძრაობის” ბინძური პიარ კამპანიაა, რადგან დიღმის ტყე-პარკში საღი ხეების მოჭრა არ მიმდინარეობს.

“თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური ამ დროისთვის ტყე-პარკში სანიტარული ჭრის ღონისძიებებს ახორციელებს. სანიტარული ჭრის ფარგლებში იჭრება 35 ზეხმელი და ავარიული ხე. ასევე, მომავალ კვირას დაგეგმილია გამხმარი ხეების სხვლა-ფორმირება.

თბილისის მერიამ სამი წლის განმავლობაში ტყე-პარკში 1000-მდე ხე დარგო. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თბილისის მერიამ მიწის ადგილმონაცვლეობის საფუძველზე წინა ხელისუფლების დროს გასხვისებული დიღმის ტყე-პარკიდან ქალაქს 2,5 ჰა-ზე მეტი დაუბრუნა.”-ნათქვამია მერიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

იტვირთბა....