aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

აფგან მუხთარლის საქმის გამო სასაზღვრო პოლიციის და კონტრდაზვერვის უფროსები თანამდებობებს ტოვებენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმის გამო, სასაზღვრო პოლიციის უფროსი დათო ნიკოლეიშვილი და სუს-ის კონტრდაზვერვის უფროსი თანამდებობებს ტოვებენ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მან მუხთარლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით შუალედური ინფორმაცია წარადგინა.

“მიღებულია გადაწყვეტილება და სამსახურების ხელმძღვანელები, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელნი, ერთი მხრივ, სახელმწიფო საზღვრის კონტროლზე და მეორე მხრივ, კონტრდაზვერვით საქმიანობაზე – შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი, გამოძიების დასრულებამდე დაკავებულ თანამდებობებს ტოვებენ. ჩვენ, როგორც უწყების ხელმძღვანელები, დარწმუნებული ვართ ჩვენი თანამშრომლების უდანაშაულობაში, მაგრამ გამოძიებას არ აქვს უფლება, გამორიცხოს რომელიმე ვერსია და ვინაიდან, ნებისმიერ შემთხვევაში მოხდა საზღვრის კვეთა გაურკვეველ ვითარებაში, მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი დაახლოებით 1 თვის წინ თბილისში ქუჩიდან გაუჩინარდა და ის აზერბაიჯანის ციხეში აღმოჩნდა. ის აზერბაიჯანის მთავრობას მკაცრად აკრიტიკებდა.

საქართველოში შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

იტვირთბა....