aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

თათია დოლიძე: მომივიდა ინფორმაცია, რომ გია კორკოტაშვილი კანცელარიაში იმყოფებოდა, დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არაფერს ნიშნავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“დღეს მომივიდა ინფორმაცია, რომ კანცელარიაში ვიზიტი ჰქონდა ბატონ გია კორკოტაშვილს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არაფერს ნიშნავს”, – ამის შესახებ გაერო-ში საქართველოს ყოფილმა ახალგაზრდა ელჩმა თათია დოლიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის გამოძიების მიმდინარეობით კმაყოფილია.
„მაქვს ინფორმაცია, რომ რაღაც სხვა ტიპის საუბრებია. როგორც ვიცით, საქართველო პატარა ქვეყანაა და ყოველთვის სხვა გზითაც ხდება ადამიანებთან საუბარი პირადი ურთიერთობების საფუძველზე. დღეს მომივიდა ინფორმაცია, რომ კანცელარიაში ვიზიტი ჰქონდა ბატონ გია კორკოტაშვილს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არაფერს ნიშნავს, იმიტომ, რომ მე ჯერჯერობით, ძალიან კმაყოფილი ვარ გამოძიების მიმდინარეობით, გამომძიებლის დაინტერესებით. იმედს ვიტოვებ და რადგან მე მივმართე სასამართლოს, მწამს, რომ შედეგი იქნება“, – განაცხადა თათია დოლიძემ.

მან პირდაპირ ეთერსი მის მიმართ სოციალურ ქსელში დაწყებულ ანტიკამპანიაზე ილაპარაკა. მისი თქმით, შსს-ის მიერ გამოძიების დაწყების შემდეგ, მისი მისამართით ზეწოლა არ შეწყვეტილა, არამედ ცილისწამების მეორე ტალღა დაიწყო, რომელიც მუქარას არ შეიცავს.

” ამიტომ გამოძიება აქ ვერ დამეხმარება. აქედან გამომდინარე იძულებული გავხდი, რომ დღეს კომენტარი გამეკეთებინა”, – განაცხადა დოლიძემ.

შეგახსნებთ, საქმე ეხება facebook-ზე “ქართველთა მარშის” ორგანიზატორთა ნაწილის პოსტებსა და კომენტარებსა, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც ისინი გაეროში საქართველოს ყოფილ ახალგაზრდა ელჩს თათია დოლიძეს მის მიერ დაწერილი სტატუსის გამო საჯაროდ, სოციალურ ქსელში ემუქრებიან.

იტვირთბა....