aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

თავში და გულმკერდის არეში დანა ჩაარტყა: სასამართლომ ბრალდებულს განაჩენი გამოუტანა

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული გ.ს. დამნაშავედ ცნო.

ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 31 აგვისტოს, ქ.თბილისში გ.ს.-მ შელაპარაკების ნიადაგზე, მოკვლის მიზნით, თ.ჩ.-ს დანით თავის, კისრის და გულმკერდის არეში  მიაყენა  ჭრილობები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად  თ.ჩ.-ს  სიცოცხლე შეუნარჩუნდა.

სამართალდამცველებმა გ.ს. იმავე დღეს ქ.წნორში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ს. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

იტვირთბა....