aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“თავი სასტუმროს მფლობელის შვილმა ჩამოიხრჩო”: “მეტრონომი” ქობულეთის გამგებელს დაუკავშირდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქობულეთში ორი წლის წინ დამწვარი სასტუმროს მფლობელმა ზედმეტსახელად “ხასანამ” თავი ჩამოიხრჩო, მცდარია.

როგორც “მეტრონომს” ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ განუცხადა, თავი არა სასტუმროს მფლობელმა, არამედ მისმა შვილმა ზაზა ართმელიძემ ჩამოიხრჩო.

რაც შეეხება მიზეზებს, ჯერჯერობით უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს, თუმცა მიზეზებზე არ საუბრობს. უწყების განმარტებით, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ქობულეთში, აღნიშნულ სასტუმროში უბედური შემთხვევა 2015 წლის 10 მაისს მოხდა. სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 3 ბავშვი ემსხვერპლა, რომლებიც რუსთავის ერთ-ერთი ცეკვის ანსამბლის წევრები იყვნენ.

იტვირთბა....