aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ზუგდიდში, სავარაუდოდ, 30 წლის წინ მოკლული მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზუგდიდში, ე.წ. „ქაფათის“ სასაფლაოზე, ახალი საფლავის გაჭრისას მესაფლავეებმა შემთხვევით უცნობი მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელიც დაახლოებით 50 სანტიმეტრის სიღრმეზე იყო ჩამარხული. ცხედარს იდენტიფიცირების მიზნით ექსპერტიზა უტარდება.

ცხედარი პოლიეთილენის პარკში იყო გახვეული და ისე იყო ჩამარხული, -ამის შესახებ ჟურნალისტებს „სასაფლაოების მართვის ცენტრის“ თანამშრომლმა, ანზორ კალანდიამ განუცხადა:

„ვიზუალური დათვალიერებით ის ახალგაზრდა ჩანდა. ჯინსის შარვალი, შავი სპორტული ზედა და ბათინკი ეცვა. ჩემი ვარაუდით, ის ასე 30 წლის წინ არის მოკლული და ვიღაცამ პარკში გაახვია და სასწრაფოდ დამარხა, რადგან სხვა შემთხვევაში არ შეიძლებოდა მიცვალებული 50 სანტიმეტრზე დაემარხათ. არ არის გამორიცხული, ეს ადამინი 90-იანი წლების კონფლიქტის დროს იყოს დაღუპული და იმედი მაქვს, რომ ექსპერტიზის შედეგად მისი იდენტიფიცირება მოხერხდება და პატრონი გამოუჩნდება”, – განმარტა კალანდიამ.

გარდაცვლილის ვინაობის დადგენაზე სამართალდამცველ სტრუქტურებთან ერთად წითელი ჯვრის წარმომადგენლობაც მუშაობს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

იტვირთბა....