aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ზალკალიანი – თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრის გახსნას დიპლომატიურ ურთიერთობებთან კავშირი არ აქვს

aviabiletebi
ავიაბილეთები

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს არა რუსეთის საელჩო, არამედ რუსეთის ინტერესების სექცია, რომელსაც შვეიცარიის საელჩო ახორციელებს, მათ აქვთ ყველანაირი უფლება, რომ მსგავსი სახის ცენტრი გახსნან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თბილისში,  ბესიკის ქუჩა N4-ში, „ბიზნეს ცენტრი ბესიკზე“ შენობაში რუსეთის სავიზო ცენტრის გახსნის თემის კომენტირებისას განაცხადა.

“ეს არის მიღებული საერთაშორისო პრაქტიკა, მსგავსი ცენტრები არსებობდა იგივე შენგენის ქვეყნებში სავიზო მომსახურებასთან დაკავშირებით, ვიდრე საქართველოს მოქალაქეებს ესაჭიროებოდა შენგენის ქვეყნებში ვიზები. ამჟამად ბრიტანეთის საელჩოსაც აქვს მსგავსი სახის სავიზო ცენტრი და ეს არის ჩვეულებრივი, მიღებული პრაქტიკა იმისთვის, რომ პროცედურები იყოს მოწესრიგებული“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

იტვირთბა....