არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზაზა ხუციშვილი: გრიგოლ ვაშაძე რევოლუციონერი ლიდერის მანტიის მორგებას აპირებს

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on Google+
Google+
0Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

„გრიგოლ ვაშაძე რევოლუციონერი ლიდერის მანტიის მორგებას აპირებს და არა პრეზიდენტობას“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაზა ხუციშვილმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის ლუსტრაცია მოხდა, „დოიჩე ველესთან“ საუბარში.

„როცა არეულობებზეა საუბარი, გრიგოლ ვაშაძის ლუსტრაცია მოხდა. „დოიჩე ველესთან“ საუბარში პირდაპირ ამბობს, რომ რევოლუციონერი ლიდერის მანტიის მორგებას აპირებს და არა იმას, რომ მთელი საქართველოს პრეზიდენტი იყოს. ეს ძალიან კარგი ნიშანია, რათა ამომრჩეველმა სწორი არჩევანი გააკეთოს. ქვეყანას არეულობა არ სჭირდება, სწორი რელსებით მიდის. ქვეყანა ნატო-სა და ევროკავშირის გზაზე დგას და არეულობა ვისთვისაა საჭირო, ამას ამომრჩეველი პასუხს სწორად გასცემს“, – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა: „ვისურვებდი, მენახა ნებისმიერი მთავრობა, როდესაც მე მოვუწოდებ 50 ან 100 ათას ჩემს თანამემამულეს, გამოვიდნენ ქუჩებში და შეუერთდნენ ჩემს პროტესტს. ვინ შეაკავებს ამას? მხოლოდ წარმოიდგინეთ“.

სხვა ამბები

შსს-მ დააკავა პირი, რომელიც დავით კირკიტაძესთან ერთად, თავს დაესხა პოლიციელს

newsadmin

შსს-მ კახეთში, ოპოზიციის მხარდამჭერზე ძალადობისთვის, 2 პირი დააკავა

newsadmin

Le monde: ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე სარკოზი პრეზიდენტ მაკრონს ოფიციალურად წარმოადგენდა

newsadmin

კვირის ფოტოები – BBC

newsadmin

მერია: აღმაშენებლის გამზირზე მოიჭრა ხმობადი, დაავადებული ფიჭვები

newsadmin

რუსთაველზე ოპოზიციამ კარვები აიღო

newsadmin

ირმა ინაშვილი: “ნაციონალები” პარლამენტის სასადილოში არ ამოდიოდნენ

newsadmin

თორნიკე შარაშენიძე: რეაქცია – წერე და იკითხე მთავრდება ძალიან ცუდად

newsadmin

“ქართულ ოცნებას აქვს სხვა სტანდარტი პოლიციასთან დაკავშირებით”

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
გურამ დონაძე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი გურამ დონაძე სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. რამდენიმე წუთის წინ, ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამსახურებრივი.. ნახე სრულად..