aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი: თელავის პარალელურად, აქციები ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში გაიმართება

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მთავარი აქცია ხვალ თელავში გაიმართება, მსვლელობა კი დაიწყება თბილისიდან.

მისი თქმით, პარალელურად აქციები იქნება ქუთაისში, ზუგდიდში და ბათუმში.

„იქნება მრავალათასიანი მსვლელობა და გავაპროტესტებთ იმას, რომ ხელისუფლებამ ასე წაართვა საქართველოს მოქალაქეებს არჩევნების უფლება. ჩვენ ვიქნებით ძალიან ბევრი და ძალიან ხმამაღლა მივაწვდენთ ხმას იმ ხელისუფლებას, რომელმაც ფეხქვეშ გათელა თითოეული ჩვენი მოქალაქის კონსტიტუციური უფლება აერჩია საქართველოს პრეზიდენტი. ხვალ თელავში უნდა იზეიმონ ქართული ოჯახების პრეზიდენტის დანიშვნა და არა არჩევა. 800 000 ადამიანმა უთხრა არა „ქართულ ოცნებას“ და რა ფორმით დაიწერეს გამარჯვება, მთელმა საქართველომ ნახა. პარალელურად აქციები იქნება ქუთაისში, ზუგდიდში და ბათუმში“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

იტვირთბა....