aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვმუშაობთ, რომ თავდაცვის ბიუჯეტისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტი იყოს გამოყოფილი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ვმუშაობთ იმაზე, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტი იყოს თავდაცვის ბიუჯეტისთვის გამოყოფილი”, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ნატო-ს მთავარი მოთხოვნაა, რომ ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის ბიუჯეტი იყოს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%.

„ჩვენ ამ მოთხოვნას ვაკმაყოფილებთ, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ჩვენთვის, ალბათ, ეს პროცენტული მაჩვენებელი უფრო დიდი უნდა იყოს, იქედან გამომდინარე, რომ მემკვიდრეობით გვერგო ძველი საბჭოთა ტექნიკა, რომელსაც უფრო მეტად სჭირდება გადაიარაღება, ეს კი მნიშვნელოვანწილად თანხებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტი იყოს თავდაცვის ბიუჯეტისთვის გამოყოფილი. როდესაც ფინანსებზე ვსაუბრობ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ნატო-ს მიერ განსაზღვრული გახლავთ ის, რომ საერთო თავდაცვის ბიუჯეტის 20% იყოს აღჭურვილობაზე მიმართული. ჩვენ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. თუ უწინ თავდაცვის ბიუჯეტის მხოლოდ 2% იყო აღჭურვილობისთვის გათვალისწინებული, დღეს ამა წლის ბიუჯეტით ეს არის 6%, ანუ 3-ჯერ მეტი გახდა, მაგრამ ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა და ეს განსაზღვრულია ჩვენი თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტით, რომ მივუახლოვდეთ ნატო-ს სტანდარტს სწორედ 3 წლის განმავლობაში და აღჭურვილობის დაფინანსება 20%-იანი ნიშნული გავხადოთ“, – განაცხადა იზორიამ.

იტვირთბა....