aviabiletebi
არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვისაც ქვეყანაში რევოლუცია და არეულობა უნდა, გვარამია და მისი პატრონი სააკაშვილია”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც ქვეყანაში  რევოლუცია და არეულობა უნდა, “რუსთავი 2”-ის დირექტორი და მისი პატრონი მიხეილ სააკაშვილია.

„უკანონო ჩანაწერის მოპოვება, შენახვა, გავრცელება არის სისხლის სამართლის დანაშაული, დასჯადი  და ამ წესს ნუ გადავაბიჯებთ” – აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.

მისი თქმით, პასუხი უნდა მოეთხოვოს ყველა იმ პირს,  ვინც დაარღვია კანონი – ეს იქნება უკანონო ჩანაწერის განხორციელება,  მოპოვება, შენახვა თუ გავრცელება.

“მე ველოდები გამოძიების პირველად შედეგებს,  რომ დავინახოთ სურათი: ვინ შევიდა, არის თუ არა რეალური ის, რაზეც არის საუბარი, შანტაჟის ენით მოლაპარაკე სუბელიანი ადასტურებს თუ არა რაც თქვა, თუ ეს არის მართლა წინასწარ გააზრებული დადგმული სცენარი? ამდენი ჩანაწერების ფონზე ძალიან მძიმე აღსაქმელია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მოქალაქისთვის, ამიტომ, რაღაც წესები უნდა დავიცვათ”- განაცხადა ეკა ბესელიამ.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე  მიიჩნევს, რომ  არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, როდესაც ასეთი ფსიქოლოგიური ომით ხდება საარჩევნო კამპანიის წარმართვა, ეს აწყობს ერთადერთ პოლიტიკურ ძალას – ვისაც ამ ქვეყანაში  რევოლუცია და არეულობა უნდა. მისი თქმით, ასეთია რუსთავი 2-ის დირექტორი და მისი პატრონი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პირდაპირ სისხლისღვრაზე ესაუბრებოდა რუსთავი2-ის გენერალურ დირექტორს და ეუბნებოდა, რომ სისხლი უნდა დაიღვაროს ქვეყანაში.

რუსთავი 2-ის და მისი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასგან განსხვავებით, არ მინდა გამოძიებას დავასწრო და წინასწარ შევიქმნა დასკვნა.  ველოდები გამოძიებას, დაადგნოს, ვინ იყო შესული? ჰქონდა უფლება თუ არა? რაზეც არის საუბარი, მათ შორის ბოლო ჩანაწერში, რაც გავრცელდა, ეს ჩანაწერი არის თუ არა დადასტურებული იმ პირის მიერ, ვინც ესწრებოდა ამ შეხვედრას. ზოგადად, ამ თემაზე მაქვს ძალიან მძიმე რეაქცია და თქვენც გთხოვდით,  ასე იოლად ნუ შევეგუებით, რომ ქვეყანა ფარული ჩანაწერებით ცხოვრობდეს.  საგამოძიებო ორგანოები და გამოძიება არ მუშაობს გვარამიას სტანდარტებით,  რომელიც თავის დროზე თვითონ იყო პროკურორი და ცარიელ ყდებს აგზავნიდა სასამართლოში, ასეთი სტანდარტებით დღეს არ იგზავნება საქმეები სასამართლოში” – განაცხადა ბესელიამ.

იტვირთბა....