aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ვინ ჩაშალა პატრიარქისა და დეკანოზ გიორგი მამალაძის შეხვედრა

aviabiletebi
ავიაბილეთები

„თუ რატომ არ შეხვდა პატრიარქი ბრალდებულ გიორგი მამალაძეს, ვიტყვი, რომ პატრიარქს ჰქონდა სურვილი”- ამის შესახებ სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებასთან ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

“მსგავსი განცხადებებისგან იკვეთება სერიოზული პრობლემა, რომ საქართველოში პატრიარქის ჩამობრძანებიდან სიტუაციას საპატრიარქოში კვლავ მართავს ყველაზე დიდი დამნაშავე, შემოქმედი, სცენარის ავტორი ამ სკანდალისა – ქალბატონი, რომელიც ვფიქრობ, ამ მმართველობას უნდა ჩამოცილდეს, რათა გამოძიებას ხელი არ შეეშალოს და ობიექტრად წარიმართოს. გაკეთებული განცხადებები მამა მიქაელის მიერ და სხვა ცილისმწამებლური ცრუ ინფორმაციები საპატრიარქოს სახელით, მისი გარემოცვისგან რაც იკვეთება, ემსახურება ხელის შეშლას გამოძიების პროცესებისთვის. თუ რატომ არ შეხვდა პატრიარქი ბრალდებულ გიორგი მამალაძეს, ვიტყვი, რომ პატრიარქს ჰქონდა სურვილი, მას ასევე ჰქონდა სურვილი, რომ მამა გიორგი მამალაძე თავდებით გამოსულიყო, თუმცა ვადასტურებ, რომ სიტუაციას მართავს ისევ ქალბატონი”, – განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ.

მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ადვოკატებთან ერთად ე. წ. მატროსოვის ციხეში მივიდა, რათა დაკავებულ დეკანოზს შეხვედროდა, თუმცა ის  მამა გიორგისთან  არ შეუშვეს.

„მოულოდნელი პასუხი მივიღე, რომ არ მიშვებენ მამა გიორგის სანახავად. მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ შეცდომას უშვებს ხელისუფლება ამ შემთხვევაში. მიზეზი ჩემთვის არ განუმარტავთ”, – განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ.

შეგახსენებთ, მამა გიორგის ადვოკატები პროკურატურას მისი დაკითხვის თხოვნით მიმართავენ.

ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ის მკვლელობის მომზადების ბრალდებითაა დაკავებული.

 

იტვირთბა....