aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

„ვთხოვეთ ადვოკატებს, გადასცენ მამა გიორგის“: დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი შეხვედრის შემდეგ

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ჩვენ ველოდებით დღეს, რომ, სავარაუდოდ, როგორც ადვოკატები ბრძანებენ, მამა გიორგი მისცემს ჩვენებას ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით“ – ამის შესახებ ჟურნალისტებს  პატრიარქის მდივანმა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა მამა გიორგის ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

“ჩვენ შევთანხმდით, რომ პირუთვნელად გვინდა სიმართლის გაგება. ვთხოვეთ ადვოკატებს, გადასცენ მამა გიორგის, მან მისცეს ჩვენება და დაასახელოს ის შედეგი, რომელიც შეიძლება დადგეს ასეთი ინფორმაციის გაცემის შემდეგ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ ქართულ საზოგადოებას, რომ მზად ვართ მოვისმინოთ სიმართლე და მხოლოდ სიმართლე ამ საკითხებთან დაკავშირებით. ასე, რომ ჩვენ ველოდებით დღეს, რომ, სავარაუდოდ, როგორც ადვოკატები ბრძანებენ, მამა გიორგი მისცემს ჩვენებას ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. ნამდვილად გულისყურით ველოდებით და მთელი ათი დღე ვართ ამ მოლოდინის რეჟიმში, რომ ბოლოს და ბოლოს გავიგოთ სიმართლე, რისი თქმა უნდა მამა გიორგის, რატომ იკავებს ამდენი ხანი თავს და რასთან დაკავშირებით არის ეს დუმილი მისი მხრიდან”, – განაცხადა პატრიარქის მდივანმა.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე რამდენიმე დღეა პატრიარქთან ან წმინდა სინოდთან შეხვედრას ითხოვს, თუმცა გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატრიარქი ჯანმრთელობის, ხოლო სინოდი კი უსაფრთხოების გამო დეკანოზს ვერ შეხვდებოდნენ.

მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ განაცხადა, რომ პატრიარქთან შეხვედრას ხელი პატრიარქის მდივან-რეფერენტმა შორენა თეთრუაშვილმა შეუშალა.

„თუ რატომ არ შეხვდა პატრიარქი ბრალდებულ გიორგი მამალაძეს, ვიტყვი, რომ პატრიარქს ჰქონდა სურვილი, მას ასევე ჰქონდა სურვილი, რომ მამა გიორგი მამალაძე თავდებით გამოსულიყო, თუმცა ვადასტურებ, რომ სიტუაციას მართავს ისევ ქალბატონი”, – განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ.

ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ის მკვლელობის მომზადების ბრალდებითაა დაკავებული.

 

იტვირთბა....