aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ვახტანგ გომელაური: არსებობდა მძევლების აყვანის საშიშროება

aviabiletebi
ავიაბილეთები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში დაჭრილი სამართალდამცველების მონახულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

გომელაურის თქმით, დაჭრილების მდგომარეობა სტაბილურია.

ვახტანგ გომელაური სპეცოპერაციის 20 საათამდე გაჭიანურების მიზეზად მოქალაქეების უსაფრთხოებას ასახელებს. მისი თქმით, მათ სერიოზულ დანაშულებრივ დაჯგუფებასთან ჰქონდათ საქმე და არსებობდა მძევლების აყვანის საშიშროება.

ის გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ აკონკრეტებს, რომელი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ ის ადამიანები, რომელთა ლიკვიდაციაც მოხდა.

შეგახსენებთ, რომ 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა სპეცოპერაცია თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ჩასაფრებულ რამდენიმე სავარაუდო ტერორისტთან. სპეცოპერაციისას 1 სპეცრაზმელი დაიღუპა და 2 დაიჭრა. სუს-ის ინფორმაციით, ბინაში გამაგრებული 3 ტერორისტი ლიკვიდირებული, ხოლო 1 დაკავებულია.

იტვირთბა....