aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვანო მერაბიშვილი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს საავადმყოფოში გადაყვანა დაჭირდა. აღნიშნულ ინფორმაციას “1ტვ” ავრცელებს.

როგორც ტელეკომპანიას იუსტიციის სამინსიტრტოში განუცხადეს, ვანო მერაბიშვილს ჰაერის უკმარისობა ჰქონდა, რის გამოც სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციამ მისი კლინიკაში გამოკვლევებისთვის გადაყვანა საჭიროდ ჩათვალა.

„ციხის სამედიცინო პერსონალმა საჭიროდ ჩათვალა შემოწმება სამოქალაქო კლინიკაში, რაც დაიგეგმა გუშინ და დღეს საღამოს იქნა გადაყვანილი. დანიშნულების მიღების შემდეგ დაბრუნდა და იმყოფება დაწესებულებაში. დიაგნოზი ჯანმრთელობისთვის და მით უმეტეს სიცოცხლისთვის საშიში არ არის“, – აცხადებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში.

იტვირთბა....