aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურორი დღეს დეკანოზის მეზობლებს დაკითხავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მეტრონომი”: სასამართლოდან

 

ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება. როგორც საქმის პროკურორი ზვიად გუბელაძე აცხადებს, დღეს მიტროპოლიტ პეტრე ცაავას გარდა ბრალდების მხარე დეკანოზ გიორგი მამალაძის მეზობლების დაკითხვასაც გეგმავს.

მისი თქმით, მეზობლები ჩვენებას იარაღის ნაწილში მისცემენ და დაადასტურებენ, რომ ბინაში, საიდანაც გამოძიებამ იარაღი ამოიღო, მხოლოდ მამა გიორგი მამალაძე ცხოვრობდა.

“ვგეგმავთ ბრალდებულ გიორგი მამალაძის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ მცხოვრები ადამიანების დაკითხვას, რომლებიც იარაღთან დაკავშირებით მისცემენ ჩვენებებს. კერძოდ, იტყვიან იმას, რომ სახლში მხოლოდ სასულიერო პირი გიორგი მამალაძე ცხოვრობდა და სხვა არავინ”, – განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

რაც შეეხება იმას, რომ დეკანოზი თავადაც ამბობს, რომ ბინაში მარტო ცხოვრობდა და იარაღი საქმის მთავარმა მოწმემ ირაკლი მამალაძემ მისცა შესანახად, პროკურორის თქმით, გამოძიება მხოლოდ ბრალდებულის ჩვენებას ვერ დაეყრდნობა, რადგან მისი თქმით დეკანოზი არაერთხელ ცვლის ჩვენებას.

”უნდა დავკითხოთ ყველა ის პირი, ვინც დაადასტურებს ფაქტობრივ გარემოებებს, რომ ნამდვილად სასულიერო პირი გიორგი მამალაძე იმ ბინაში ცხოვრობდა მარტო და სხვა პირს ის იარაღი არ ეკუთვნოდა”, – განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე რამდენიმე თვის წინ მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს. მისი სახლიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი. როგორც დეკანოზი განმარტავს აღნიშნული იარაღი მას პროკურატურის ოქროს მოწმემ ირაკლი მამალაძემ გადასცა შესანახად. სასამართლოში ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს. სახელმწიფო ბრალდებამ აღნიშნულ საქმეზე უკვე 100 ზე მეტი მოწმე დაკითხა.

ავტორი: ნინი ცხადაია

იტვირთბა....