aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

“ყველაფერს ვნატრობთ ექიმად ყოფნის გარდა”: საზარელი ავარიის შესახებ სასწრაფოს ექიმის ემოციები

aviabiletebi
ავიაბილეთები

ტრაგედიაზე საუბრები, რომელმაც გუშინ მთელი საქართველო აალაპარაკა, დღემდე არ წყდება. დედა-შვილი, რომელიც გაჩერებაზე იდგა, მანქანა შევარდა და მცირეწლოვანი ბავშვი იმსხვერპლა, ხოლო დედა დღესაც საავადმყოფოშია.

ამ საზარელ ამბავთან დაკავშირებით სასწრაფო დახმარების ექიმი პოსტს დებს, რომელიც ემოციურად აღწერს განვითარებულ მოვლენებს:

“წამის მეასედში დანგრეული ცხოვრება… დედა, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, მაგრამ ახლა სიკვდილი, რომ ყველაზე დიდი შვებაა მისთვის რამოდენიმე წუთით, ისევ ბედნიერი მამა, რომელმაც ჯერ არაფერი იცის მისი ოჯახის ტრაგედიის შესახებ
გოგონას უმანკო, უნაზესი, უსუსური, უფაქიზესი სხეული, ტროტუარზე, სისხლის გუბეში, ახდილი თავის ქალით…
ჩვენ, სასოწარკვეთილი, ნირწამხდარი, ამ მომენტისთვის უძლური ექიმები, ამ წუთას ყველაფერს რომ ვნატრობთ ექიმად ყოფნის გარდა…
ორი ულამაზესი ყმაწვილი, ცა რომ ჩამოექცათ თავზე, ცხოვრება რომ სატანჯველად იქციეს, დგანან გაოგნებულები, ფრთაჩამოყრილნი, ცოცხალ-მკვდარნი, უფერულები, ჯერაც რომ ვერ გარკვეულან რა მოხდა, ცრემლი პატრულის თვალზე, ყველა საცოდავია ირგვლივ, თითქოს დამნაშავე არავინაა, მაგრამ პატარა გოგონას მიმართ ყველა დამნაშავეა ბრიგადის კოშმარად ქცეული მორიგეობა, დიდხანს რომ გაგვყვება”. – წერს სასწრაფო დახმარების ექიმი.

იტვირთბა....