aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს იქნება წესების დაცვით გაკეთებული სადა, კულტურული ინაუგურაცია” – ბასა ფოცხიშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

დღეს, 15:00 საათზე, თელავში, ერეკლე მეორის სახლ-მუზეუმის ეზოში, ინაუგურაციასთან დაკავშირებით , ჯარის რეპეტიცია გაიმართება. როგორც ინაუგურაციის ღონისძიების რეჟისორმა. ბასა ფოცხიშვილმა ჟურნალისტებს ადგილზე განუცხადა, 16 დეკემბრისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დასრულდება და ინაუგურაცია ყოველგვარი მხატვრული ელემენტების გარეშე ჩატარდება.

“დღეს საღამოს უკვე დამთავრდება ტრიბუნების მშენებლობა. ვფიქრობ, ყველაფერი მზად იქნება კვირისთვის. ბოლო შტრიხები კეთდება. დღეს შესაძლოა ჯარის რეპეტიციაც გაიმართოს. კვირას, მაყურებელი იხილავს ინაუგურაციას. საერთოდ, ყველა ზედმეტი გადახვევა და მხატვრული ელემენტების დამატება არამართებულად მიიჩნევა ინაუგურაციის ცერემონიაში. ასე, რომ ეს იქნება წესების დაცვით გაკეთებული სადა, კულტურული ინაუგურაცია, ყოველგვარი ზედმეტობის და მხატვრული ელემენტების გარეშე. ჩვენ რასაც აქ ვაკეთებთ, ვაკეთებთ იმ სტილში, რომ მისადაგებული იყოს არსებულ გარემოსთან“, – განაცხადა ბასა ფოცხიშვილმა და დასძინა, რომ დღეს, 3 საათზე ყველაფერი მზად იქნება ჯარის რეპეტიციისთვის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია ტელავში გაიმართება.

იტვირთბა....