aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ეს ბიჭი თუ ამის ჩამდენი იქნებოდა, ვერავინ იფიქრებდა”: დეტალები 72 წლის მარტოხელა მსახიობის მკვლელობის შესახებ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ახალი დეტალები ხდება ცნობილი თემქაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით. კერძოდ, შავი ზღვის უბნის დასახლებაში 72 წლის მსახიობის ნუნუ ზაკალაშვილის მკვლელობაში 26 წლის მეზობელია ბრალდებული. ბრალდებულმა ზაკალაშვილს ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამის შესახებ გაზეთი “პრაიმტაიმი” წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მეზობლები და ნათესავები ურთიერთგამომრიცხავ ვერსიებზე საუბრობენ. ახლობლების ნაწილის ინფორმაციით, შელაპარაკების მიზეზი ძარცვა გახდა, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ბრალდებულს სახლიდან არაფერი წაუღია და შელაპარაკების მიზეზი ბრალდებულისა და მოკლულის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა იყო.

ნუნუ ზაკალაშვილის ერთ-ერთი მეზობლის თქმით, რომ ნუნუ ზაკალაშვილმა ცოტა ხნის წინ მიწის ნაკვეთი გაყიდა. მას აღებული ფული სახლში ჰქონდა შენახული. ალბათ, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ამის შესახებ ბრალდებულს უთხრა და მანაც ფულის წართმევა განიზრახა.

„პრაიმტაიმმა“ გაარკვია, რომ მკვლელობის დღეს ნუნუ ზაკალაშვილს ბრალდებულ გ.რ-სთან და კიდევ ერთ მამაკაცთან ერთად, რომელიც მეზობელ კორპუსში ცხოვრობს, სახლში სუფრა ჰქონდა გაშლილი. მესამე პირის ცნობით, მან ნუნუ ზაკალაშვილის სახლი ადრე დატოვა და მისთვის უცნობია, როგორ განვითარდა მოვლენები შემდგომ.

მკვლელობაში ბრალდებული გ.რ. მამასთან ერთად ცხოვრობდა, ერთ-ერთ კომპანიაში მძღოლად მუშაობდა და არც წარსულშია ნასამართლევი. ოჯახს უჭირდა. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ბრალდებულის ბინის კარი დაკეტილი არ არის და კედელსა და კარს შორის ნაჭერია გაჩრილი, რათა კარი არ გაიღოს.

მეზობლები ყვებიან, რომ ბრალდებული შემჩნეული იყო ქურდობაში.

„მთელი ოჯახი ცნობილი იყო იმით, რომ სახლებიდან რაღაცების მოპარვა უყვარდათ, თუმცა ეს ბიჭი თუ ამის ჩამდენი იქნებოდა, ვერავინ მოიფიქრებდა“,-განაცხადეს მეზობლებმა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.
ახლობლები ყვებიან, რომ ნუნუ ზაკალაშვილი თბილისში გორიდან 7-8 წლის წინათ წამოვიდა, მანამდე გორის თეატრში მსახიობი იყო, 30 წელი სცენაზე გაატარა და ბევრი დასამახსოვრებელი როლიც აქვს შექმნილი.

ყოფილი მსახიობი თბილისში მარტო ცხოვრობდა, მეზობლებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და კარჩაკეტილი არ იყო.
მთავარ კითხვის ნიშნად კვლავ მკვლელობის მოტივი რჩება. მოკლულის ახლობლები ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.
სავარაუდო ეჭვმიტანილი ცხელ კვალზეა დაკავებული.

იტვირთბა....