aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ესტონეთმა ქვეყნიდან რუსეთის 2 დიპლომატი გააძევა: რუსეთი სანქციებით იმუქრება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ესტონეთმა ქვეყნიდან რუსეთის 2 დიპლომატი გააძევა. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის გენერალურ კონსულს, დიმიტრი კაზენოვს და კონსულს, ანდრეი სურგაევს, ნოტა გადასცა, რომლის მიხედვითაც მათ ესტონეთი უნდა დატოვონ.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი და დასავლური მედია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, სანდრა კამილოვას, ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, საგარეო უწყების პრესმდივანმა რუსეთის დიპლომატების გაძევების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. უცნობია, რა დროში უნდა დატოვონ დიპლომატებმა ქვეყანა. ოფიციალური კომენტარები არ გაკეთებულა, თუმცა მედია წერს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები, ჩვეულებრივ, ჯაშუშობასთანაა დაკავშირებული.

კრემლი კი ესტონეთის საგარეო უწყების გადაწყვეტილებას “პროვოკაციულსა” და “დაუსაბუთებელს” უწოდებს და საპასუხო ზომებით იმუქრება. ამის შესახებ საგანგებო განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, სადაც ნთქვამია, რომ მომხდარი მხოლოდ ადასტურებს ესტონეთის მთავრობის დესტრუქციულ პოლიტიკას, რომელიც ეწინააღმდეგება მეზობელ ქვეყნებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ინტერესებს.

„ტალინის ამ ნაბიჯს განვიხილავთ, როგორც პროვოკაციულსა და დაუსაბუთებელს. რა თქმა უნდა, ეს არ დარჩება ადეკვატური პასუხის გარეშე. ესტონეთის ხელისუფლების მიერ ღია მტრული აქცია კიდევ უფრო გაართულებს ორმხრივ ურთიერთობებს, რომელიც ტალინის მიერ ისედაც ჩიხშია მოქცეული,“ – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....