aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” ოფისი გაქურდეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისში, “ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” ოფისი გაქურდეს. როგორც პარტიის წევრები ამბობენ, მათ ოფისი დილით გატეხილი დახვდათ.

ოფისიდან წაღებულია 5 კომპიუტერი, სადაც როგორც პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა ამბობს, მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახებოდა.

ქარდავას თქმით, ეს არის პოლიტიკური ნიშნით და არა მატერიალური სარგებლის ნახვის სურვილით ჩადენილი ქურდობა:

„ერთ-ერთში ინახებოდა მთელი მედიამონიტორინგი და ანალიტიკა, ხოლო იმ ორ კომპიუტერში მთელი საარჩევნო ბაზა მთელი საქართველოს მასშტაბით. შესული ვართ საარჩევნო რეჟიმში, ეს ერთი და მეორე, სწორედ ამ ოფისში მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა ახალი ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშიას“ პროცესი. სუს-ი ნამდვილად შეძლებს, თუ მას სურს, რომ ამ აქციაზე, რომელიც განხორციელდა “ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” ცენტრალური ოფისის წინააღმდეგ, ან უნდა აიღოს თავის თავზე, მაშინ ნაპოვნი უნდა იყოს ქურდები, თუმცა, მე მაინც არ მჯერა, რომ ეს იყო ქურდობა, ეს იყო პოლიტიკური აქცია,“ – განაცხადა ქარდავამ.

იტვირთბა....