ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on Google+
Google+
0Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოსახლეობას, განსაკუთრებული სიფრთხილითა და ყურადღებით მიუდგნენ ისეთ კომპანიებთან ურთიერთობას, რომლებიც მათ სთავაზობენ საკუთარი სახსრების დაბანდებას მაღალი რისკის შემცველ ფინანსურ ინსტრუმენტებში. აღნიშნული ეხება იმ კომპანიებსაც, რომლებიც მოსახლეობას სთავაზობენ ელექტრონულ სავალუტო ბაზრებზე (FOREX) საკუთარი სახსრების დაბანდებასა და უცხოური ვალუტით ვაჭრობას.

ასეთი კომპანიები, შეიძლება მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის მიზნით, ორგანიზაციის დასახელებაში იყენებდნენ ტერმინებს “საფინანსო”, “საბროკერო”, “საინვესტიციო” ა.შ. რაც ავტომატურად არ გულისხმობს, რომ ეს კომპანია არის საფინანსო სექტორის ლიცენზირებული წარმომადგენელი და ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული. საქართველოს კანონმდებლობით, ე.წ. FOREX პლატფორმაზე მოვაჭრე შუამავლები, ამ ეტაპზე არ რეგულირდებიან ეროვნული ბანკის მიერ.

ნებისმიერი პირის უფლებაა, მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი სახსრების განკარგვის შესახებ. თუმცა სამომავლოდ, დაბანდებული თანხების დაკარგვის რისკის თავიდან აცილების მიზნით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ თანხების ინვესტირებისას მიიღონ მხოლოდ გონივრული და ინფორმირებული გადაწყვეტილება.

სხვა ამბები

“ვაშაძე არის მართლაც კა-გე-ბე-ს პირდაპირი შთამომავალი და წარმომავალი”

newsadmin

“ორღობეში ჭორაობდა მელია”

newsadmin

“კანონი დაარღვიეს და სხვას იქით ედავებიან”

newsadmin

“ეს ნიშნავს, რომ გიკრძალავენ არსებობას”

newsadmin

“ინაუგურაცია გაბანძდა და არის გაბახებული”

newsadmin

გიორგი ბოტკოველი: თელავში ყველა შესასვლელი გადაკეტილი იყო

newsadmin

მელია: ტყუილია, თითქოს, პოლიციას დავით კირკიტაძე დაესხა თავს

newsadmin

ია მეტრეველი: სააკაშვილმა გახადა ბუტას უბედურება პოლიტიკური

newsadmin

მელია: ბუტა რობაქიძის მშობლებს, არაფრად მიაჩნიათ სარალიძისა და მაჩალიკაშვილის ტრაგედია

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
გურამ დონაძე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი გურამ დონაძე სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. რამდენიმე წუთის წინ, ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამსახურებრივი.. ნახე სრულად..