ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

ეროვნული ბანკი: “ლარის კურსის მიმდინარე დინამიკაზე უარყოფითად მოქმედებს საპრეზიდენტო არჩევნები”

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on Google+
Google+
0Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, რომ კურსის მიმდინარე დინამიკაზე უარყოფითად მოქმედებს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში არსებული გარემო, რაც სავალუტო ბაზარზე აისახება.

ეროვნული ბანკი მოუწოდებს საჯარო პირებსა და ექსპერტებს, თავი შეიკავონ ვალუტის კურსის შესახებ უსაფუძვლო განცხადებებისა და პროგნოზებისაგან, რათა ამით კიდევ უფრო არ გაძლიერდეს არასწორი მოლოდინები.

საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რომელსაც მოკლევადიანი მერყეობა ახასიათებს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბოლო პერიოდში სავალუტო ბაზარზე გაცვლითი კურსის მერყეობის მიზეზები არ უკავშირდება ფუნდამენტურ ეკონომიკურ ფაქტორებს. კურსის მიმდინარე დინამიკაზე უარყოფითად მოქმედებს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში არსებული გარემო, რაც სავალუტო ბაზარზე აისახება. ეროვნული ბანკი დაბეჯითებით მოუწოდებს საჯარო პირებსა და ექსპერტებს, თავი შეიკავონ ვალუტის კურსის შესახებ უსაფუძვლო განცხადებებისა და პროგნოზებისაგან, რათა ამით კიდევ უფრო არ გაძლიერდეს არასწორი მოლოდინები.

ამდენად, დღეს ბაზარზე არსებული აშშ დოლარის ფასი გადაჭარბებულია და ეროვნული ბანკი მოსახლეობას და ეკონომიკურ აგენტებს ურჩევს, ნუ მიიღებენ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, რომელიც, დიდი ალბათობით, მათვე დააზარალებს.

ზემოაღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სესხის და შემოსავლის ვალუტა უმჯობესია ერთი და იგივე იყოს, როგორც ეს ეროვნულ ბანკს არაერთხელ განუცხადებია. ასეთ შემთხვევაში მსესხებლები მოწყვლადები არ იქნებიან კურსის მოკლევადიანი მერყეობის მიმართ.

ასევე შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის მიზანია საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა და, შესაბამისად, ეროვნული ბანკი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს, რათა არ დაუშვას მაღალი ინფლაცია“, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მონაცემებით  1 დოლარია შეძენა 2.7383 ლარად, ხოლო 1 ევრო 3.1162 ლარადაა შესაძლებელი.

სხვა ამბები

შსს-მ დააკავა პირი, რომელიც დავით კირკიტაძესთან ერთად, თავს დაესხა პოლიციელს

newsadmin

შსს-მ კახეთში, ოპოზიციის მხარდამჭერზე ძალადობისთვის, 2 პირი დააკავა

newsadmin

Le monde: ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე სარკოზი პრეზიდენტ მაკრონს ოფიციალურად წარმოადგენდა

newsadmin

კვირის ფოტოები – BBC

newsadmin

მერია: აღმაშენებლის გამზირზე მოიჭრა ხმობადი, დაავადებული ფიჭვები

newsadmin

რუსთაველზე ოპოზიციამ კარვები აიღო

newsadmin

ირმა ინაშვილი: “ნაციონალები” პარლამენტის სასადილოში არ ამოდიოდნენ

newsadmin

თორნიკე შარაშენიძე: რეაქცია – წერე და იკითხე მთავრდება ძალიან ცუდად

newsadmin

“ქართულ ოცნებას აქვს სხვა სტანდარტი პოლიციასთან დაკავშირებით”

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
გურამ დონაძე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი გურამ დონაძე სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. რამდენიმე წუთის წინ, ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამსახურებრივი.. ნახე სრულად..