aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ეროვნული ბანკი: თუ დავინახავთ, რომ კურსის ეს მაჩვენებელი დიდი ხნით იქნება გადახრილი მისი მდგომარეობიდან, ჩვენ ამაზე რეაგირებას მოვახდენთ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს, ლარის კურსთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს უპასუხა.

არჩილ მესტვირიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი და ამ ბაზრისთვის დამახასიათებელია ცვალებადობა.

„რაც შეეხება თვითონ კურსზე მოქმედ ფაქტორებს, ჩვენ ამაზე ბევრჯერ გავაკეთეთ კომენტარი, მათ შორის, არის დეტალური კომენტარი გამოქვეყნებული ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე ბოლო დროინდელ ცვალებადობასთან დაკავშირებით. შემიძლია გითხარათ, რაც ჩვენ ბევრჯერ აღვნიშნეთ – ფუნდამენტური ფაქტორები არის პოზიტიური. მოლოდინების მხრიდანაა გამოწვეული ეს ქცევა და ჩვენ რასაც ვხედავთ, რომ იმპორტიორებმა, რომლებიც ადრე იანვარ-თებერვალში ყიდულობდნენ ვალუტას, შესყიდვა ჯერ კიდევ აგვისტოდან დაიწყეს. ახლა ეს უფრო გააქტიურებულია, რაც ასევე დაკავშირებულია მოლოდინებთან“, – განაცხადა მესტვირიშვილმა.

მისივე განმარტებით, როდესაც საუბრობს კურსზე, იგულისხმება ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი არა ერთ ვალუტასთან დაკავშირებით, არამედ სხვადასხვა ვალუტების საშუალო შეწონილი.

„თუ ჩვენ დავინახავთ, რომ კურსის ეს მაჩვენებელი დიდი ხნით იქნება გადახრილი მისი ფუნდამენტური მდგომარეობიდან, ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას ინფლაციას და ჩვენ ამაზე მოვახდენთ რეაგირებას, მათ შორის, გავამკაცრებთ მონეტარულ პოლიტიკას“, – განაცხადა მესტვირიშვილმა.

კითხვაზე, ხომ არ მოახდინა გავლენა კურსზე რომელიმე მსხვილმა ტრანზაქციამ, არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, გასულ წელს, როცა მსხვილი ტრანზაქცია იყო, ამაზე ეროვნულმა ბანკმა კომენტარი და ინტერვენციაც გააკეთა. მისივე თქმით, წელს მსგავსი რამ არ მომხდარა.

იტვირთბა....