aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ერდოღანი: “ამ არჩევნების დამსახურებით, თურქეთი დემოკრატიულ რევოლუციას აწყობს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

თურქეთის მოქმედმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა ქვეყანაში მიმდინარე ვადამდელ არჩევნებში საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა  და  საარჩევნო უბანზე მეუღლესთან და სიძესთან – ქვეყნის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან ერთად მივიდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საარჩევნო უბანზე განსაკუთრებით იყო დაცული უსაფრთხოების ზომები.

„ამ არჩევნებს გააჩნია განსაკუთრებულობა. ამ არჩევნების დამსახურებით, თურქეთი აწყობს პრაქტიკულად, დემოკრატიულ რევოლუციას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მან კმაყოფილება გამოხატა მოქალაქეთა აქტიურობის გამო და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის 50%-ზე მეტმა ადამიანმა ხმა უკვე მისცა.

იტვირთბა....