aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ემზარ კვიციანი პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული

aviabiletebi
ავიაბილეთები

“საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ”პატრიოტთა ალიანსიდან” ემზარ კვიციანი პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული”, – ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

საქმე ეხება კვიციანის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც  ის ტელეწამყვან ვანო ჯავახიშვილის ლიკვიდაციაზე საუბრობს.

”ჩვენ უკვე დავინტერესდით აღნიშნული საკითხით. შესაბამისი უწყება ჩაბარებულია და ველოდებით ემზარ კვიციანის გამოცხადებას გამოკითხვაზე. მნიშვნელოვანია ეს საკითხი, რადგან საუბარია ადამიანის სიცოცხლის შესაძლო ხელყოფაზე და ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან სწრაფად გავერკვევით”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

დეპუტატმა ემზარ კვიციანმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ტელეწამყვან ვანო ჯავახიშვილის მკვლელობას გავლენიანი პირები გეგმავენ. ტელეკომპანია ”რუსთავი2” -ის გენერალურმა დირექტორმაც. ნიკა გვარამიამ პროკურატურას საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდა.

 

იტვირთბა....