aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

ელისაშვილი – რაო კახაბერ, გავიდა ერთი წელი და ვერ გააკეთე ვერაფერი ჯერ ხომ?

aviabiletebi
ავიაბილეთები

სოციალურ ქსელში თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატიას ეხმაურება.

“აბა რა, ხეებიც მივახატოთ კორპუსებს და ეგაა! ჩავეფლობით მერე სიმწვანეში. რაო კახაბერ, გავიდა ერთი წელი და ვერ გააკეთე ვერაფერი ჯერ ხომ? გითხარი მე შენ, აიღე ჩემი პროგრამა და იხელმძღვანრლე-თქო, მაგრამ არ გინდა ეგ. ჰოდა, ღებე ეხლა ავტობუსები მწვანედ”, – წერს ელისაშვილი.

თბილისის მერის განცხადებით, შესაძლოა, ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფერი მწვანე იყოს.

“რადგან მწვანე პოლიტიკა და ეკოლოგია ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, ვფიქრობთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მწვანე ფერის იყოს”, – განაცხადა კალაძემ.

იტვირთბა....