ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ელისაშვილი კალაძეზე: თუ წაუკითხავს, ნაცარქექიამ დევი გამოაგდო, თავები მოაჭრა და გამოქვაბული თვითონ დაისაკუთრა

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on Google+
Google+
0Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ მერიის სარეზერვო ფონდიდან ლევან გაჩეჩილაძისთვის გადარიცხული 30 ათასი ლარის გამო თბილისის მერი გააკრიტიკა.

მან აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს და თბილისის მერიის სარეზერვო ფონდს 100 ათასობით, თბილისში კი ათიათასობით ადამიანი მიმართავს, რომელთაც ხშირად ლუკმა პურის ფული უჭირთ და 100, 150, 200 ლარიან ერთჯერად დახმარებას ითხოვენ. უცებ კი 30 ათას ლარს საზღვარგარეთ მკურნალობისთვის აძლევენ ადამიანს, რომელიც მილიონერია. ელისაშვილი კალაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

„გამოვიდეს კალაძე, რომ დაიპრანჭება კამერების წინ. მიაყუდა ხომ ახლა სელფის ჯოხი, როდესაც პრობლემის წინაშე დადგა?! გამოვიდეს, განმარტებებს ელოდება ყველა. მისი კუდრაჭობა კი არ გვაინტერესებს სადღაც კამერებთან, გვაინტერესებს, კონკრეტულად ჩვენს ფულს რატომ ანაწილებს ასე? რატომ არ ანაწილებს თანაბრად? თუ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან მარტო ადამიანები, რომელთაც ფული ან საზღვარგარეთ მკურნალობა სჭირდებათ? თუ გაჭირვებულ ადამიანებს ვერ ხედავენ ამ ქვეყანაში, შემიძლია მივუყვანო დასტა–დასტა. თვითონაც კარგად იციან. ალბათ შტაბელებად უწყვიათ მათი განცხადებები. მაგრამ ეს არის, რომ „ქართულ ოცნებას“ ფეხებზე ჰკიდია ხალხი თავის პრობლემებიანად! უკაცრავად, გამოთქმისთვის, მაგრამ ასეა“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, მისი ამ კომენტარის შემდეგ კალაძე მის გაკრიტიკებას მოჰყვება:

“ამ კრიტიკის შემდეგ გამოვა კალაძე და პროვინციულ ლანძღვა–კრულვას დამიწყებს. ჯერ ერთი „ნაცარქექია“ თუ აქვს წაკითხული, ნაცარქექიამ დევი გამოაგდო და სამივე თავი მოაჭრა და გამოქვაბული თვითონ დაისაკუთრა. წიგნების კითხვა ამიტომ არის კარგი. ის პერსონაჟი მაინც უნდა იცოდე, როგორი გმირია და როგორ მთავრდება ის მოთხრობა. მაგ ნაცარქექიას შინაარსი არ აგისრულოთ იმ ნაცარქექიად წოდებულმა. გამოვიდეს კალაძე და მომხდარის გამო ბოდიში მოიხადოს. სამი დღეა დამალულია“, – დასძინა ელისაშვილმა.

რამდენიმე დღის წინ თბილისი მერმა კახა კალაძემ, თბილისის მერობის ყოფილ კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის მისამართით ასეთი განცხადება გააკეთა:

„გაუგებარია, რამდენად უნდა გავაკეთო კომენტარი ადამიანის განცხადებაზე, რომელსაც ცხოვრებაში არაფერი შეუქმნია; ადამიანი, რომელიც არის ჩვეულებრივი უქნარა, ნაცარქექია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მანამდე კი ელისაშვილმა კალაძეს პროექტი „ღამის ეკონომიკა“ დაუწუნა და აღნიშნა, რომ ეკონომიკური მიმართულებით მერიაში შესაბამისი სამსახურები ისედაც არსებობს.

სხვა ამბები

თბილისში, ტატიშვილის ქუჩაზე ოთხი ახალგაზრდა დაჭრეს

newsadmin

მელია – ნუკრი ქანთარიას რეჟისორი ვარსიმაშვილი დანით ყავს დაჭრილი

newsadmin

მელია – 2008 წელს “ნაციონალური მოძრაობისთვის” ხმა არ მაქვს მიცემული

newsadmin

კობახიძე – თუ დეპუტატი არ ესწრება სხდომების ნახევარზე მეტს, მას შეუწყდება უფლებამოსილება

newsadmin

საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომის შესახებ წარდგენილი საჩივრები დაუშვებლად გამოცხადდა

newsadmin

“ქართული ოცნება” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

newsadmin

თელავში პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით ქვემეხებს გაისვრიან

newsadmin

ზურაბიშვილი კარასინს პასუხობს- ველოდები, შეიცვალოს რუსეთისგან მტრული დამოკიდებულება საქართველოსადმი

newsadmin

ჰოსპისებში განხორციელებულ სამედიცინო საქმიანობას კანონი დაარეგულირებს

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
ირმა ინაშვილმა ნიკა მელიას სახეში ფურცლები შეაყარა (ვიდეო)
პარლამენტში დაპირისპირების დროს, ირმა ინაშვილი ნიკა მელიასთან მივიდა და სახეში ფურცლები შეაყარა. შეგახსენებთ, რომ დარბაზში აჟიოტაჟი გამოიწვია ნიკა მელიას გამოსვლამ.. ნახე სრულად..