aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

ეკონომიკის მინისტრი – ლარის მერყეობა ეკონომიკისთვის უსაფრთხოების ბალიშის შექმნის საშუალებას გვაძლევს

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ლარის მერყეობა გვაძლევს საშუალებას შევქმნათ უსაფრთხოების ბალიში ჩვენი ეკონომიკისთვის,“ – ეს განცხადება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ გააკეთა.

ქობულიას თქმით, ლარის კურსის მერყეობა გვიცავს.

„ თუ ვთქვათ ლირა გაუფასურდა  და ჩვენი ლარი არის მყარი, ამიტომ, ჩვენ დავიწყებთ თურქული საქონლის ყიდვას ძალიან დიდი რაოდენობით, რაც ჩვენ მაგალითად არ გვაწყობს. ეს არის ძირითადი. ჩვენი საქონელი კიდევ, რომელსაც ვაწარმოებთ, ვეღარ ვაწარმოებთ, იმიტომ, რომ გაძვირდება და ვიყიდით თურქულ საქონელს და ჩვენ ხომ არ გვინდა ეს, ამაშია ძირითადი აზრი,“ – განაცხადა ქობულიამ.

ლარის კურსი ბოლო კვირების განმავლობაში რამდენჯერმე გაუფასურდა.

იტვირთბა....