aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ეკა ბესელია Amnesty International-ის ანგარიშზე: “საგამოძიებო მექნიზმის შექმნის საკითხი უკვე გადაწყვეტილია”

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკვე გადაწყვეტილია დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია Amnesty International-ის ანგარიშს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს მთვრობამ ვერ უზრუნველყო დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა.

ბესელიას განცხადებით, საქართველომ სხვადასხვა ინდექსში, დაახლოებით 28 პუნქტში გაიუმჯობესა პოზიცია.

„დამოუკიდებელი საგამოძიებო მექნიზმის შექმნის საკითხი უკვე გადაწყვეტილია, მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება. ჩვენ პარლამენტში განხილვას დავიწყებთ და ვფიქრობ, მალე დასრულდება. უახლოეს მომავალში გვეყოლება ინსპექტორი, რომელსაც დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის აღსრულების კუთხით სპეციალური მანდატი ექნება. რაც შეეხება სხვა ინდექსებს, რასაც ვაკვირდებით, საქართველომ სხვადასხვა ინდექსში, დაახლოებით 28 პუნქტში გაიუმჯობესა პოზიცია. არამარტო რეგიონშია ლიდერი ქვეყანა, არამედ ბევრ მეზობელ ქვეყანას გავუსწარით სხვადასხვა კოეფიციენტში და რეფორმების კუთხით კარგი მაჩვენებელია.

ის, რაც დარჩა გამოწვევად და რაზეც არის მინიშნება, არის სამუშაო პროცესში და არის რეფორმის ნაწილი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

იტვირთბა....