aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის გადადგომას ქართული დელეგაციაც ემხრობა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელი სესიის ერთ-ერთი მთავარი თემა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის გადადგომის საკითხი იქნება. პოსტი უკვე დატოვა ევროსაბჭოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, რომელიც სირიაში აგრამუნტთან ერთად იმყოფებოდა.

სტრასბურგში ვიზიტით მყოფმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა სოფიო ქაცარავამ განაცხადა, რომ თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია ერთსულოვანია იმაში, რომ მოითხოვოს პედრო აგრამუნტის გადადგომა.

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა კი აღნიშნა, რომ ქართულ დელეგაცას აგრამუნტის გადადგომასთან დაკავშირებით მოთხოვნა დაყენებული არ აქვს, თუმცა ამას ითხოვენ პოლიტიკური პარტიები, მათ შორის ის პარტია, რომლის წევრებიც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები არიან.

არგამუნტის გადადგომისკენ ქართული დელეგაციის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ მოუწოდა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია დღეს, თბილისის დროით 15:00 საათზე, გაიმართება, სადაც, სავარაუდოდ, სწორედ პრეზიდენტ პედრო აგრამუნტის საკითხს განიხილავენ. დეპუტატები სირიაში მისი ვიზიტის და პრეზიდენტ ბაშარ ასადთან შეხვედრის გამო აგრამუნტის გადადგომას ითხოვენ.

იტვირთბა....