aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტროენერგია შეეზღუდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ კომპანია “თელასი” ავრცელებს.

დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, სტანისლავსკის, ლუბლიანას და ბელიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება პეტრიწის ქუჩის მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გალაქტიონ ტაბიძის, შალვა დადიანის და ლერმონტოვის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I მიკრორაიონის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, შალვა მშველიძის, ბოდბის, შავსოფლის, იალბუზის, არბოშიკის, ლუსინიანის, 300 არაგველის და ბოჭორმის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვარკეთილი-3 დასახლების IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე: კახეთის გზატკეცილის, ორხევის დასახლების, ალექსეევკის დასახლების და ლორთქიფანიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, ხერგიანის, შეშელიძის, ილია ვეკუას, ხევძმარის, ქერჩის, ხიზაბავრის, საბაშვილის, მიქატაძის და კანდელაკის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ფონიჭალის და მარნეულის ქუჩის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას ქუჩის მცხოვრებლებს.

იტვირთბა....