aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

დის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დის დაჭრაში ბრალდებულ ძმას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებულის ადვოკატმა შუამდგომლობა დააყენა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაეთავისუფლებინათ, თუმცა მოსამართლემ მისი შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

ჯერჯერობით უცნობია დანაშაულის მოტივი, რადგან ბრალდებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

შემთხვევა ზუგდიდში 19 ივნისს, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.  ძმამ და დაჭრა. შსს-ს ცნობით, გამოძიება აღნიშნულ საქმეზე დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 117-ე მუხლით, რაც ოჯახური ძალადობის შედეგად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, თუმცა როგორც ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, შესაძლოა ექსპერტიზის პასუხის შემდეგ ბრალდების მუხლის გადაკვალიფიცირება მოხდეს.

იტვირთბა....