aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

დემურ სტურუას დედა: „გოდერძი თევზაძე შეიძლება არ იყოს მკვლელი და ნამდვილი დამნაშავე თავისუფალია“

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

გარდაცვლილი დემურ სტურუას დედა ნონა ჯოჯუა აცხადებს, რომ შესაძლოა მისი შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელი გოდერძი თევზაძე უდანაშაულო იყოს:

„არჩევნებისთვის ყველამ გამომიყენა და ყველა წავიდა თავის გზით. არავის არ აინტერესებს უკვე არაფერი. სასამართლოებიც უმიზეზოდ რამდენჯერმე გადაიდო. ამბობენ, გოდერძი თევზაძე არ არის მკვლელიო, მაშინ ეჭვი მაქვს, რომ ჩემი შვილის მკვლელი გარეთ, თავისუფალი დადის. ვიღაცები მაშინებენ და ამის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. გამოძიებაც დაიწყო, მაგრამ სად არის შედეგები. ვფიქრობ იმასაც, რომ გოდერძი თევზაძე შეიძლება არ იყოს მკვლელი და ნამდვილი დამნაშავე თავისუფალია, ამიტომ დღესაც შიშის ქვეშ ვარ“ , – განაცხადა ნონა ჯოჯუამ ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, 22 წლის დემურ სტურუას წერილში მოხსენიებულ პოლიციელს, რომელმაც სავარაუდოდ, თავი მოიკლა, სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპეტორ-გამომძიებელს, გოდერძი თევზაძეს ბრალი წაუყენეს.

თევზაძისთვის წაყენებული ბრალი გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას. რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 115-ე მუხლით.

გოდერძი თევზაძე ბრალს არ აღიარებს.

იტვირთბა....