aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“დეკანოზი მამალაძე მზად არის დუმილი დაარღვიოს და გამომძიებლების კითხვებს უპასუხოს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ე.წ. ციანიდს საქმეზე დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი ამბობს, რომ მამალაძე მზად არის დუმილი დაარღვიოს და გამოძიებას ჩვენება მისცეს. ადვოკატის განცხადებით, პროკურატურას უკვე მოსთხოვეს რომ მისი დაკითხვა რაც შეიძლება მოკლე ვადაში მოხდეს.

“მოვითხოვთ,  რომ  მამა გიორგის დაკითხვა უმოკლეს ვადაში მოხდეს. შესაბამისად, მამა გიორგი თანახმაა დაარღვიოს დუმილის უფლება და გამოძიებას მისცეს ჩვენება. ველოდებით გამომძიებლებს, რომ მოვიდნენ და დაკითხონ”, – განაცხადა რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. დეკანოზმა გუშინ პატრიარქსა და უწმინდესს შეხვედრის თხოვნით მიმართა. დეკანოზის სურვილი იყო, რომ მათთან იმ ჩვენების შესახებ ესაუბრა, რის მიცემასაც გამოძიებისთვის აპირებს, თუმცა, საპატრიარქომ აღნიშნული თხოვნა არ გაიზიარა. პატრიარქის მდივნის, მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, სახელმწიფოს თხოვნა იყო, მღვდელმთავრებმა მაქსიმალურად თავი შეიკავონ საპატიმრო დაწესებულებაში მისვლისგან.

იტვირთბა....