ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დაპირისპირება “თანასწორობაში”: ოფისთან პატრული გამოიძახეს

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

“თანასწორობის მოძრაობის” ოფისში, სადაც რამდენიმე საათია მსჯელობენ ჩატარდება თუ არა ხვალ, 17 მაისს, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან მიძღვნილი აქცია,  პატრული გამოიძახეს. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის გამოძახება, სავარაუდოდ,  დაპირისპირების გამო გახდა საჭირო. მოლაპარაკება დატოვა შეხვედრის რამდენიმე მონაწილემაც, მათ შორისაა ანა სუბელიანი, თუმცა არც ერთი მათგანი ჟურნალისტებთან არ საუბრობს რა ხდება “თანასწორობის მოძრაობის” ოფისში და რატომ გახდა საჭირო პატრულის გამოძახება.
ორგანიზაციის წევრები კვლავ აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება, ჩატარდება თუ არა ხვალ აქცია, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

“თანასწორობის მოძრაობაში” აქციის ჩატარებასთან დაკავშირებით, აზრი ორად არის გაყოფილი. ერთი ნაწილი თვლის, რომ ხვალინდელი აქციის უსაფრთხოება შესაძლოა არ იყოს დაცული და ე.წ მარშელების და ნეონაცისტური ორგანიზაციების მიერ თავდასხმა განხორციელდეს, ხოლო მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ მიუხედავად შესაძლო საფრთხისა, აქცია მაინც უნდა ჩატარდეს. აზრთა სხვადასხვაობა კი გუშინ, შსს-ში გამართული შეხვედრის შემდეგ გაჩნდა.

ხვალ, 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორიო დღეც აღინიშნება, რასთან დაკავშირებითაც თბილისში, 19:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან “თანასწორობის მოძრაობის” აქცია გაიმართება. ლგბტ/ქვიარ აქტივისტები, მათი მეგობრები, ოჯახის წევრები და მხარდამჭერები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საქართველოს მოქალაქეები იკრიბებიან, რომ საზოგადოებას სიძულვილისა და აგრესიის დამანგრეველი შედეგები შეახსენონ.

მას შემდეგ, რაც 2013 წლის 17 მაისს თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია სასულიერო პირებმა და მათმა მხარდამჭერებმა დაარბიეს, საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის ინიციატივით, 17 მაისი საქართველოში ოჯახის სიმტკიცის დღედ გამოცხადდა.

სხვა ამბები

გაგრაში, აფეთქების შედეგად, რუსი ბიზნესმენი დაშავდა

newsadmin

საქართველოს რომელ რეგიონში დაფიქსირდა H1N1 ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა

newsadmin

“გაერო კარგია, მაგრამ ჩვენ ჩვენი სამშობლო გვაქვს” – კვიციანი ლომჯარიას

newsadmin

გორში მაღაზია გატეხეს – მოპარულია 6 ბოთლი არაყი

newsadmin

“მიგვაჩნია, რომ ეს მიდგომა არის დისკრიმინაციული“

newsadmin

“შენ უნდა გიტარონ ცოცხალთათვის პანაშვიდი” – მეუფე სპირიდონი მეუფე პეტრეს უპირისპირდება

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
სერგეენკო: უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე პირველი სიტყვა ეკლესიამ უნდა თქვას
“მართლა გამიჭირდება ღრმა კომპეტენტური პასუხის გაცემა. მეც იგივე აზრის ვარ, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, რომ ამაზე პირველი სიტყვა ეკლესიამ უნდა თქვას", - აცხადებს სერგეენკო. წყარო:.. ნახე სრულად..