aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ოზურგეთში ორი პირის მკვლელობაში მონაწილე მანქანა დამწვარი იპოვეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

პოლიციამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში ავტომანქანა იპოვა, რომლიდანაც დღეს ცეცხლი ორ ადამიანს გაუხსნეს, თუმცა ის კვალის დაფარვის მიზნით დამწვარი იყო. ამის შესახებ guriismoambe წერს.

“მეტრონომთან” შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტი არც უარყვეს, არც დაადასტურეს. როგორც უწყებაში განმარტეს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, ოზურგეთში, დაახლოებით ერთი საათის წინ საკუთარ მანქანაში, წარსულში ნასამართლევი გურამ ფოცხიშვილი და მისი სიძე ჩაცხრილეს.  გავრცელებული ინფორმაციით, გურამ ფოცხიშვილი ე.წ. კანონიერი ქურდის გურამ ფოცხიშვილის შვილიშვილია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დამნაშავე პირები ჯერჯერობით დაკავებულები არ არიან.

იტვირთბა....