aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი ჯანდაცვა

“დაზიანებული აქვს ფილტვი”: ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზემო ფონიჭალაში ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია, -ინფორმაციას ინგოროყვას კლინიკის ექიმი ავრცელებს.  მისივე თქმით,  მცირეწლოვანს დაზიანებული აქვს ფილტვი, თუმცა მოტეხილობები არ აღენიშნება:

„არსებული კვლევებით ფიქსირდება მარცხენამხრივი ჰემოპლემოთორაქსი. დაიწყო ანტიშოკური მკურნალობა. აყვანილ იქნა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში შემდგომი მკურნალობისთვის,“ – განაცხადა ექიმმა “კურიერთან”.

ექიმის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბავშვი ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს ზემო ფონიჭალის საბავშვო ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა. დაზარალებული ბავშვი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. ბავშვი ამ დროისთვის კონტაქტურია.

შსს-მ გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო.

იტვირთბა....