aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“დავით ნარმანიას წინააღმდეგ შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

„მოძრაობა თავისუფლებისათვის”  თბილისის  საკრებულოს დეპუტატის მამუკა ახვლედიანის განცხადებით, დავით ნარმანიას საკრებულოში მისვლის ვადა ოთხშაბათამდე ექნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

ახვლედიანის განცხადებით, ქალაქის მერი დავით ნარმანია, თბილისის საკრებულოს და არჩეული დეპუტატების მისამართით, უსინდისო, უტიფარ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებს.

ამასთან, მამუკა ახვლედიანის თქმით, საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დღის წესრიგში რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის საკითხი დააყენეს და დავით ნარმანიას აუცილებლად  აღნიშნულ სხდომაზე მოსვლა მოუწევს.

”ჩვენ ნარმანია თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გვყავს მოწვეული და მას აუცილებლად მოუწევს მოსვლა და კითხვაზე პასუხის გაცემა. ეს არის მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული და თუ ნარმანია კანონს დაარღვევს, ეს იქნება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაცდომა, რაც სისხლის სამართლის კოდექსით 1-დან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მას აქვს ოთხშაბათამდე ვადა, რათა საკრებულოში მობრძანდეს”, – განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს ოპოზიცია დღევანდელ სხდომაზე დავით ნარმანიას მისვლას ითხოვდა, თუმცა თბილისის მერმა დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უმცირესობის პოლიტიკურ შოუში მონაწილეობას არ მიიღებს და შესაბამისად, საკრებულოს სხდომაზე მისვლას არ აპირებდა. აღნიშნულის მიუხედავად,
თბილისის საკრებულოში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული.

სხდომაზე ოპოზიცია მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისათვის გადაცემული მიწის ნაკვეთის განკარგულების გაუქმების საკითხის განხილვას ითხოვს.

იტვირთბა....