aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატი: 51-ე სკოლის დირექტორი თანამდებობას ინარჩუნებს, რაც მიუღებელია

aviabiletebi
ავიაბილეთები

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატმა განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც მთავარი პროკურორი გადადგა, 51-ე სკოლის დირექტორი ინარჩუნებს თანამდებობას და პასუხისმგებლობას თავის თავზე არ იღებს.

ის საუბრობს გაჟღერებულ ინფორმაციაზე, რომ კონფლიქტი მოზარდებს შორის ბულინგის შედეგად დაიწყო. შესაბამისად, ფიქრობს, რომ დირექტორმა პასუხისმგებლად უნდა იგრძნოს თავი.

“მე ვერ ვიგრძენი მორალური პასუხისმგელობა დირექტორისგან. მაშინ როდესაც მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე გადადგა, დირექტორი ინარჩუნებს თავის თანამდებობას, რაც ჩემთვის ძალიან მიუღებელია.” – აღნიშნა დადუნაშვილების ოჯახის ადვოკატმა.

დღეს, საგამოძიებო კომიტეტი შეხვდა ზაზა სარალიძეს.

იტვირთბა....