aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

დადუნაშვილების ადვოკატი: ეზოდან წითელი მანქანა გაჰყავდა კაცს, რომელსაც უყვიროდნენ, ბავშია დაჭრილი, უშველეო

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპარლამენტო საგამოძიებო კომისის სხდომაზე ხორავას ქუჩაზე ერთ-ერთი მოკლული ლევან დადუნაშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ არსებობს სამი პირი, რომლებმაც შეიძლება გამოძიებას ღირებული ინფორმაცია მიაწოდოს მკვლელობის შესახებ. მისი თქმით, ერთ-ერთია მამაკაცი, რომელიც წითელი მანქანის მეპატრონეა, რომელიც აღნიშნულ ფაქტს შეესწრო, მაგრამ ამბობს, რომ როცა ლევან დადუნაშვილი დაინახა, ფეხზე მდგომი, ვერ მიხვდა, რომ ის დაჭრილი იყო.

 

“პროცესზე დაკითხულმა ერთ-ერთა მოწმემ გოცირიძემ, რომელიც მე-5 სართულზე ცხოვრობს, თქვა, რომ დაინახა, ეს კაცი როგორ ჯდებოდა მანქანაში. ამ დროს დათო დაჭრილია და მოდის ეზოში  – ვუყვიროდი, ბავშია დაჭრილი, უშველე. დავინახე, რომ ეს კაცი ჩაჯდა მანქანაში და გავიდა ეზოდან, ვიდრე ეს ქალბატონი ჩამოვიდა ეზოში ეს მანქანა უკვე  არკის გამოსასვლელში იყო და მანქანის წინ იყო ლევანი უკვე დაჭრილი. შესაბამისად, მას ეს ფაქტები უნდა დაენახა, თუ თვალზე ხელი არ აიფარა”- აღნიშნა ადვოკატმა.

მისივე თქმით, მაღაზიის დირექტორმა დაადასტურა, რომ  როდესაც დავით სარალიძის მისახმარებლად ეზოში შევიდა, ე.წ. არკაში შესვლისას ხელს უშლიდა წითელი მანქანა.

„მოდიოდა, რადგან ფეხზე იდგა, ჩავთვალე, რომ არაფერი სჭირდაო. მიშლიდა მანქანა, რომელიც გამოდიოდა არკიდან.“ – თქვა დადუნაშვილის დედამ.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე, საპარლამენტო კომისიის წევრები უკვე შეხვდნენ ზაზა სარალიძეს.

იტვირთბა....