aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

გურამ ჯაშის დედა: „ჩემი შვილი ძალიან ცუდად არის და როგორ გამოვა მდგომარეობიდან, არ ვიცი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ვერ ლაპარაკობდა იმდენად შოკირებული იყო. სისხლი ვერ შევაჩერეთ.შუბლი ჰქონდა გახეთქილი და თავი. ძალიან ღრმა ჭრილობა ჰქონდა, ქალა გატეხილია“ – ამის შესახებ მსახიობ გურამ ჯაშის დედამ ცისანა სარაჯიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩემი შვილი არ არის ისეთი ადამიანი, მთელი თბილისი იცნობს, რომ ვიღაცას რაღაც ინტერესი ჰქონოდა. ეს არის უბრალოდ ძარცვის მიზნით გაკეთებული. ტელეფონი მოპარეს, ქურთუკის გახდა უნდოდათ და გახიეს ეს ქურთუკი და გაიქცნენ. გასაღები არ აქვს, საფულე არ აქვს და მოვიდა ასეთი დასახიჩრებული. გამოიძიონ, მე საიდან ვიცი რა და როგორ მოხდა. ერთი ვიცი, რომ ჩემი შვილი ძალიან ცუდად არის და როგორ გამოვა მდგომარეობიდან არ ვიცი”, – ამბობს ცისანა სარაჯიშვილი.

ცნობისთვის, მსახიობი ამჟამად ინგოროყვას კლინიკაში, მართვით სუნთქვაზე უგონო მდგომარეობაში იმყოფება. როგორც „მეტრონომს“ ინგოროყვას კლინიკის ექიმმა კოტე მუმლაძემ განუცხადა, ჯაშს „ოპერაცია თავზე ჩაუტარდა, იყო ქალა ტვინის ტრავმა, აღენიშნებოდა შუბლ-საფეთქლის ძვლის მოტეხილობა, ჩაუტარდა ჰემატომის ევაკუაცია. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია“- განუცხადა „მეტრონომს“ გურამ ჯაშის ექიმმა.

მისი თქმით, მსახობს ორ-სამ დღეში პალატაში გადაიყვანენ.

შეგახსენებთ, როგორც სოციალურ ქსელში მსახიობმა გია როინიშვილმა დაწერა, მსახიობი გურამ ჯაში გუშინ დააყაჩაღეს.

„გუშინ გვიან ღამით დააყაჩაღეს, გაძარცვეს… ტრეპანაცია დაჭირდა. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ჩემს გურამს! ყვავის კრიმინალი!” – წერს როინიშვილი.

აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 120-ე მუხლით დაიწყო.

იტვირთბა....