aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გულწრფელად მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს მორჩილი და ასეთ პრეზიდენტს ოფისსაც გაუთბობენ და პრობლემებსაც არ შეუქმნიან”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “TV პირველის” ეთერში საპრეზიდენტო არჩევნებზე, “ქართულ ოცნებასთან” დაპირისპირების მიზეზსა და სახელმწიფო დაცვის ხარჯების დოკუმენტაციაზე ისაუბრა.

პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას მეორედაც მიიღებს. მისი განმარტებით, მეორე ვადით კენჭისყრა დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის იმაზე რამდენად იქნება “ქართული ოცნების” მხრიდან ერთპარტიული ვექტორის ჩამოყალიბების მცდელობა.

“ბუნებრივია, არ გამოვრიცხავ და ბუნებრივია, გადაწყვეტილებას მივიღებ თუნდაც იმიტომ, რომ “ქართული ოცნების” უმრავლესობა გაკონტროლდეს”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილი ეთერში, ასევე პრეზიდენტის სასახლეში შესვლის საკითხს შეეხო. იყო თუ არა ეს ბიძინა ივანიშვილთან და “ქართულ ოცნებასთან” დაპირისპირების მიზეზი. მისი თქმით, მას სასახლეში შესვლასთან დაკავშირებით დაპირება არ გაუცია და წინასაარჩევნოდ დაპირება “ქართულმა ოცნებამ” გასცა და ეს იყო უფასო ფული.

“ეს დაპირება არ ყოფილა, ეს იყო კომენტარი, დაპირება იყო უფასო ფული, დაპირება იყო ის რომ პენსია რამდენი იქნება. ეს იყო წინასაარჩევნო დაპირებები და ის ადამიანები, რომლებიც ჩემს წინასაარჩევნო კომენტარს მიხსენებენ და რატომღაც ის მთავარი ღირებულებები რომელზეც იყო ლაპარაკი, მეტი ადამიანის უფლებების დაცვა, რომ არ გქონდეს განცდა რომ ტელეფონზე გისმენენ, ეს დაპირებები იყო. ჩემი კომენტარი ყოველთვის უნდა წამომაძახო​.

აქ შესვლა იყო პოლიტიკური პოზიცია იმის საჩვენებლად, რომ ამ ქვეყანაში ასე არ არის რომ პრეზიდენტს უბრძანებ.

ჩემი გულწრფელი პოზიცია იყო მართლა არ შესვლა, მაგრამ როდესაც პოზიცია სხვანაირად ჩამოყალიბდა და მითხრეს, რომ შენი ადგილი ნახე და ჩუმად იყავი, ეს იყო პოლიტიკური ჟესტი. ამას სხვათა შორის ამ სასახლემ დღეს სიმბოლური დატვირთვა შეიძინა, რომ აქ მოხდა ის, რომ არ დაუჯერეს ძლიერებს ამაქვეყნისას და გააკეთეს სხვანაირად,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე განმარტა, რომ ხარჯები რომლის დოკუმენტაციაც გამოქვეყნდა პრეზიდენტს არ ეკუთვნის და ეს სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხარჯებია. თუმცა მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ დახარჯულ თანხაზე ხაზგასმა მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ ის არ წარმოადგენს “მორჩილ” პრეზიდენტთა კატეგორიას.

“მე რომ ვყოფილიყავი მეგობრული, მაშინ დამითვლიდნენ ამ ხარჯებს? თან ეს ხომ არ არის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯები, ეს არის სახელმწიფო დაცვის ხარჯები და როცა გამოქვეყნდა , მეც პირველად ვნახე წარმოდგენაც არ მქონდა და მეც კითხვა გამიჩნდა, რატომ ამდენი. მაგრამ რეალურად შევხედოთ, ეს ხომ იმიტომ, არის რომ გულწრფელად მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს მორჩილი და მორჩილ პრეზიდენტს ოფისსაც გაუთბობენ და პრობლემებსაც არ შეუქმნიან,”-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

იტვირთბა....