aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გრიპის შემთხვევების მატებას დაავადებათა კონტროლის ცენტრი დეკემბრის ბოლოდან ვარაუდობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა, მიმდინარე პერიოდში გრიპის ვირუსი საგანგაშო მაჩვენებელზე არ არის და 100 000 ადამიანზე 170-ს შეადგენს. იმნაძის ვარაუდით გრიპის ვირუსის შემთხვევების მატებას დეკემბრის ბოლოდან ვარაუდობს.

როგორც მან განმარტა, ვირუსის სიმპტომებია: სიცხე, ყელის ტკივილი და ღებინება. დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს ურჩევს, აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ექიმს დროულად მიმართონ.

„ზამთრის მოსვლასთან ერთად, გაციებით გამოწვეული და გრიპისმსგავსი დაავადებების რაოდენობა გაიზარდა, მათ შორის, ცირკულაცია უკვე გრიპის ვირუსმაც დაიწყო. ჯერჯერობით, საქართველოში H1N1 ვირუსია გამოვლენილი. გარდა ამისა, გავრცელებულია, რინოვირუსები და პარაგრიპის ვირუსები. ავადობა არის ისეთივე, როგორიც 2017 წელს ამავე სეზონზე იყო. დაახლოებით იგივე მაჩვენებელია პოლიკლინიკებში მიმართვიანობასთან დაკავშირებით, თუმცა 2016 წლის დეკემბერთან შედარებით შემცირებულია. წელს ლაბორატორიულად გრიპის 10-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლებიც უფრო მეტია, ვიდრე შარშან ამ პერიოდში იყო“, – განაცხადა იმნაძემ.

ამათან, მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ წელს პირველად, სახელმწიფოს მიერ 40 000-მდე მოქალაქე აიცრა. კერძო სექტორის მიერ აცრების მაჩვენებელი კი, 5 000-დან 10 000-მდეა.

იტვირთბა....