aviabiletebi
არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გოცირიძე – ხელისუფლება ამბობს, აპირებთ თუ არა დესტაბილიზაციას? ვეკითხები – აპირებთ თუ არა არჩევნების გაყალბებას?

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ოცნების” მხრიდან ასეთი განცხადებები ყოველი არჩევნების წინ კეთდებოდა, რომლის მიზანიც მოსახლეობის დაშინება იყო. პოლიტიკოსების განცხადებებს მხარს მთავრობა უბამდა, რომელიც შიში ფაქტორის გამო, პირდაპირ მონაწილეობდა არასამართლიანი გარემოს შექმნაში, – ასე ეხმაურება “მეტრონომთან” საუბრისას “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე მმართველი გუნდის წევრების განცხადებებს, რომლის თანახმადაც “ნაციონალური მოძრაობა” ქვეყანაში დესტაბილიზაციას გეგმავს.

დეპუტატის განცხადებით, მთავრობა უარგუმენტოდ მსჯელობს.

“წინასაარჩევნოდ გამოფენდნენ-ხოლმე სხვადასხვა რეალურ თუ დამონტაჟებულ საუბრებს. ასევე, ეწეოდნენ საარჩევნო გარემოს დაძაბვას. დღემდე არაა გამოძიებული ვინ ააფეთქა გივი თარგამაძე, რომელიც შემთხვევით გადარჩა. ფაქტობრივად, ეს იყო ტერორისტული აქტი, რადგან თარგამაძე პოლიტიკოსი იყო. ამ მთავრობას ჭიკაიძის ჭკუაც კი არ აქვს. ჭიკაიძე არგუმენტებს მაინც იშველიებდა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ქალაქის ბლოკირებისთვის 1 000 საბურავს  აგროვებდა”, – აცხადებს გოცირიძე.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი “ქართულ ოცნებას” რამოდენიმე კითხვას უსვამს:

“მე მაინტერესებს რას გვიპასუხებდა “ქართული ოცნება” რომ გვეთქვა:

1 – ვაპირებთ, რუსთველის გამზირზე 300 საკნის ჩადგმას;

2- ვაპირებთ, სამი თვით რუსთაველის გამზირის საკნებით გადაკეტვას;

3- ვაპირებთ, რუსთველის გამზირის აყროლებასა და დანაგვიანებას;

4- ვაპირებთ, ერთ-ერთ ტელევიზიაში საკნის დადგმას და იქ “გრეჩიხა” (წიწიბურის) ნაცვლად, წამყვანად ვერმიშელის დასმას, რომელთან ყოველი მეორე სტუმარი ნარკოტიკული თრობის ქვეშ იქნება;

5- ვაპირებთ, კახა კალაძის მიერ რუსთაველზე საარჩევნო საახალწლო კონცერტის აკრძალვას, ვინაიდან ეს კონცერტი არ ჯდება “ნაციონალური მოძრაობის” გემოვნებაში;

“ნაციონალური მოძრაობა” ამას სარკისებულ აქციას უწოდებს. აი, ეს შეკითხვები გვაქვს ხელისუფლებასთან. მთავარი შეკითხვა, როდესაც ხელისუფლება ამბობს აპირებთ თუ არა დესტაბილიზაციას, ლოგიკური პასუხი არის ასეთი – აპირებთ თუ არა არჩევნების გაყალბებას?”, – აცხადებს გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში შესაძლო დესტაბილიზაციაზე საუბრობენ მმართველი გუნდის წევრები, შინაგან საქმეთა მინისტრი და სუს-ი.

შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში რაღაც ტიპის დესტაბილიზაციის გამოწვევას ცდილობს, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან სრულიად უსუსური მცდელობა, რომ ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობას შეუქმნან საფრთხე. მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი ვინ არის, როცა შევარდნაძე მასზე გაცილებით ძლიერი იყო და მაშინ მოვუწყვე რევოლუციაო. ასეთი რამ პირდაპირ განაცხადა თავიანთი პარტიული ტელევიზიის ეთერიდან. ასეთი სურვილები აქვთ.

ნურავის ექნება ილუზია, რომ ქვეყანაში რამე ტიპის არეულობას ან რამე ტიპის დესტაბილიზაციას გამოიწვევს“, – განაცხადა ძიძიგურმა.

პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის საშუალება არავის ექნება.

ინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიას განცხადებით, ზეპირად იცის თუ როგორ იგეგმებოდა ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა.

იტვირთბა....