aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გოცირიძე: “როცა ჩახოცვებზე საუბრობენ, ნუ ავიწყდებათ, რომ მძინარე ადამიანებს ხოცავენ ახლა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას უმრავლესობას განუცხადა, რომ ჩახოცვებზე საუბრისას, ნუ დაავიწყდებათ, რომ მძინარე ადამიანებს ახლაც ხოცავენ.

რომან გოცირიძემ საუბარი აფგან მუხთარლის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე საუბრით დაიწყო, შემდეგ კი ჩატაევის სპეცოპერაციის საქმეზე გაამახვილა ყურადღება.

„პირველივე დღიდან, როგორც კი გამოჩნდა მთავრობის დამოკიდებულება აფგან მუხთარლის მიმართ დანაშაულის მიჩქმალვის მხრივ, ჩვენც მოვითხოვდით პრინციპულად დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. კარგია, რომ ამ მოთხოვნას ახლა დაემატა არასამთავრობო სექტორიც და საერთაშორისო ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე ამ კუთხით ძალიან დიდია. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვისმენთ განცხადებებს, რომ ასეთი კომისია არ შეიქმნება. ფაქტობრივად, უმრავლესობა ხელს აფარებს მთავრობის მიერ ჩადენილ დანაშაულს. რეალურად, მათ არ უნდათ, გამოძიებული იქნას ეს საქმე, ვინაიდან იციან რეალურად, რომ ამაში დამნაშავე არის საქართველოს ხელისუფლება.

ამ ვითარებაში, რომელსაც ახლა დარბაზში ვხედავთ, როგორი შეიძლება იყოს შემდგომი ნაბიჯი იმიტომ, რომ ამ საკითხის შემდეგ ჩვენ გამოგვაქვს მეორე საკითხი, რომელიც ასევე ითვალისწინებს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, ჩატაევის ტერორისტული დაჯგუფების თბილისის ცენტრში შემოსვლისა და იქ საბრძოლო არსენალის შექმნის, განვითარებული მოვლენების გამო, რომელმაც ერთი სამართალდამცველის და თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლე შეიწირა. როცა ჩახოცვებზე ლაპარაკობენ, ნუ ავიწყდებათ, რომ მძინარე ადამიანებს ხოცავენ ახლა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ევროპული საქართველოს“ მიერ პარლამენტში ინიცირებულია დადგენილების პროექტი, რომელიც მუხთარლიზე თავდასხმის, გატაცების, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტის შესწავლის მიზნით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს.

იტვირთბა....