aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გორში იეჰოვას მოწმეების სახლს ჯვრები დაახატეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, გორში, წმინდაწყალზე, იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზის კედლებს ჯვრები დაახატეს.

,,ჩვენ ვერაფერს გეტყვით, არ ვიცით, როდის გაჩნდა ეს წარწერები”, – განუცხადეს საინფორმაციო ცენტრს იეჰოვას მოწმეებმა.

შეგახსენებთ, რომ იეჰოვას მოწმეების ლიტერატურაში, კერძოდ საგუშაგო კოშკში, წერია, რომ იეჰოვას მოწმეებს არ სწამთ, რომ იესო ჯვარზე გააკრეს. მათ სჯერათ, რომ იესო აწამეს ვერტიკალურ ბოძზე, რომელსაც არავითარი განივი ძელი არ ჰქონია მიმაგრებული. რაც უნდა ყოფილიყო გამოყენებული იესოს საწამებლად და მოსაკლავად, ქრისტიანმა თაყვანისმცემლობაში არ უნდა გამოიყენოს არც მისი გამოსახულება და არც მისი სიმბოლო.

ფოტო: შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იტვირთბა....